

,,აგროტურიზმის სერვისის მიწოდება“ ტრენინგი გაიარა 11 ადამიანმა - ქედის მუნიციპალიტეტის მახუნცეთის თემის სოფლებიდან. მიღებულ ცოდნას მონაწილეები გამოიყენებენ ახალ ტურისტულ ბილიკზე ,, მახუნცეთიდან მაჭახელას ეროვნული პარკის მთავარანგელოზის მთის ბილიკი,“ რომელიც პროგრამის ფარგლებში არის მოწყობილი. ტრენინგი ჩატარდა 2019 წლის 1-13 მაისს.
ტრენინგი მოიცავდა შემდეგ თემატიკას: 1. ტურიზმის სფეროს მოკლე მიმოხილვა, განვითარების პოტენციალი და ტენდენციები აჭარის რეგიონში. მთიანი აჭარის ძირითადი ტურისტული პროდუქტები, ეკო, აგრო და სოფლის ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები აჭარულ სოფლებში; 2. სოფლად ტურიზმის განვითარებისათვის საჭირო ძირითადი ტურისტული ინფრასტრუქტურა და სერვისები. სოფლად ტურიზმის ევროპული პრაქტიკის მაგალითების გაცნობა და განხილვა ( ფოტო/ვიდეო მასალა); 3. საოჯახო სასტუმრო სახლის მოწყობა და მართვა: მინიმალური სტანდარტები და საჭირო ინფრასტრუქტურა; 4.ტურისტული სერვისები საოჯახო სასტუმრო სახლებში: სატელეფონო ეტიკეტი, ჯავშნის მიღება, სტუმრის მიღება-გამასპინძლება; 5. ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების პოპულარიზაციისა და გაყიდვები წარმოების სპეციფიკა, ტექნოლოგიები და მარკეტინგული ხერხები; 6. დოკუმენტწარმოება და ტურისტულ სააგენტოებთან და გიდებთან თანამშრომობის ფორმები; 7. წარმატებული და კონკურენტუნარიანი ტურისტული პროდუქტის და სერვისების შექმნა; 8.აგროტურის სასოფლო სამეურნეო საფუძვლები - სამიწათმოქმედო ტრადიციები აჭარისწყლის ხეობაში (მემინდვრეობა) და სასოფლო-სამეურნეო ურთიერთობები (ნადი, მანიდი); ვიზუალური მასალის ჩვენება.
მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.
ტრენინგი განხორციელდა ასოციაცია „შავი ზღვის ეკო აკადემია“ -ს ორგანიზებით პროექტ “მდგრადი შემოსავლის მიღების უზრუნველყოფა აჭარის ეროვნული პარკების მხარდამჭერი ზონების თემებისთვის ეკო-ტურიზმის განვითარების გზით” ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ეკო-გრანტების პროგრამის ფარგლებში, რომელიც ინიცირებული და დაფინანსებულია BP-ის და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობისა და სამხრეთ კავკასიის გაზის მილსადენის პროექტების ფარგლებში და ხორციელდება კონსულტაციისა და ტრენინგები ცენტრის სი-თი-სი-ს მიერ.
Copyright © 2022,
Theme Originally Created by Devsaran