არა საზღვაო ნარჩენებს!

დღეს, ასოციაცია შავი ზღვის ეკო აკადემიას ორგანიზებით ჩატარდა ღონისძიება, გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის „შავი ზღვის გარემოსადცვითი მონიტორინგის (ემბლასი პლუსი)“ პროქეტის ფარგლებში დაფინანსებული მცირე გრანტების პროგრამის გამარჯვებული პროექტის „მყარი და სპეციფიკური ნარჩენების მინიმიზაცია და ხელთავიდან გამოყენება. მწვანე მოდის და დიზაინის პოპულარიზაცია“ ფარგლებში, რომელსაც ანხორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „შავი ზღვის ეკო-აკადემია“.

პროექტის განხორციელების ადგილი არის შავი ზღვის სანაპირო ქალაქები: ბათუმი, ქობულეთი, ურეკი და ფოთი.

პროექტის მიზანია ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვით გამოწვევებზე, საზღვაო ნარჩენების შემცირებისა და მათი ხელმეორედ გამოყენების საკითხებზე. პროექტის ფარგლებში მომზადდა ვიდეო და ასევე წარიმართა ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები- სასკოლო კონკურსი „დავიცვათ შავი ზღვა საზღვაო ნარჩენებისაგან“. კონკურსის დევიზია „არა საზღვაო ნარჩენებს“

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი იყო ქუჩის ეკო-ინსტალაციის შექმნა, რომელიც ქ. ბათუმში ბულვარზე დამონტაჟდა, ხოლო ქ. ფოთში, სოფელ ქობულეთში და დაბა ურეკში საჯარო სკოლების ტერიტორიაზე გაკეთდება.

9.jpg

7.jpg  5_0.jpg  4_0.jpg