ეკორეგიონული კორიდორების პროგრამა კავკასიაში

2017 წლის 6 ივლისს WWF-ის პროექტის „ეკორეგიონული კორიდორების პროგრამა კავკასიაში“, ასოციაცია „შავი ზღვის ეკო აკადემია“-ს და ,,ბრიჯი- ინოვაცია და განვითარება“-ს წარმომადგენლების მიერ ხულოს მუნიციპალიტეტში ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირების (DRR) რესურს ცენტრში ჩატარდა შეხვედრა სამუშაო ჯგუფთან. შეხვედრის მიზანი იყო WWF-ის პროექტ „ეკორეგიონული კორიდორების პროგრამა კავკასიაში“ ფარგლებში დაგეგმილი მეორე კონკურსის საორგანიზაციო საკითხების განხილვა.