თავსგადახდენილი, დოკუმენტირებული ისტორია გარეულ ცხოველებთან დაკავშირებით

2023 წლის 30-31 აგვისტოს, WWF-ის პროექტ „ეკორეგიონული  კორიდორების პროგრამა  კავკასიაში“ ფარგლებში ხულოს და შუახევის  მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის ჩატარდა კონკურსი თემაზე „თავსგადახდენილი, დოკუმენტირებული ისტორია გარეულ ცხოველებთან დაკავშირებით“. 

 ხულოს მუნიციპალიტეტიდან კონკურსში „თავსგადახდენილი, დოკუმენტირებული ისტორია გარეულ ცხოველებთან დაკავშირებით“ მონაწილეობა მიიღო   18 - მა კონკურსანტმა,  ხოლო  შუახევის მუნიციპალიტეტიდან   23- მა მსურველმა.

კონკურსისთვის არჩეული იქნა ჟიური WWF-ის პროექტ „ეკორეგიონული  კორიდორების პროგრამა  კავკასიაში“ ფარგლებში შექმნილი მუნიციპალური სამუშაო ჯგუფის  წევრების მიერ.

 ჟიურის წევრების მიერ მოხდა საკონკურსო ისტორიების შეფასება, შერჩევა  და დაჯილდოება  საჯაროდ, კონკურსის დღეს.

.„ეკო კორიდორების“ პროექტი ხორციელდება WWF-ის კავკასიის პროგრამის ოფისის მიერ, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ)  ფინანსური დახმარებით,  გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW)  მეშვეობით.  პროექტის საკონსულტაციო მომსახურებას უზრუნველყოფს კომპანია ,,GOPA Consultants”-სა და „DFS“-ის კონსორციუმი.

პროექტი მიზნად ისახავს არსებული ბიომრავალფეროვნების კონსერვაციას სამხრეთ კავკასიაში ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერისა და სოციო-ეკონომიკური პირობების ამაღლების პარალელურად.