კატასტროფები და მათი რისკების შემცირება

პროექტი „კატასტროფების რისკის შემცირების ინტერვენციების ინსტიტუციონალიზაცია, რეპლიკაცია და გავრცელება სამხრეთ კავკასიაში“ ხორციელდება Save the children ( გადაარჩინე ბავშვები) მიერ ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოსა და სომხეთში. საქართველოში პარტნიორი ორგანიზაციებია ,,ბრიჯი ინოვაცია და განვითარება“ და ,,შავი ზღვის ეკო აკადემია“. 2018 წლის 4-5 ივნისს პროექტის ფარგლებში ჩატრდა - კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და კატასტროფის რისკების შემცირების ტრენინგი, სადაც მოწვეულნი იყვნენ ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტების მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები.

ტრენინგი მოიცავდა შემდეგ თემატიკას: კატასტროფები და მათი რისკების შემცირება, ბუნებრივი და ტექნოლოგიური საფრთხეები, კატასტროფების საგანგებო სიტუაციების მართვა, კატასტროფების რისკების შემცირება და საქართველო.