მედია ტური ახალ ტურისტულ ბილიკზე

  2019 წლის 6 ნოემბერს ასოციაცია,, შავი ზღვის ეკო აკადემია“-ს ორგანიზებით მოეწყო საინტერესო მედია ტური ახალ ტურისტულ ბილიკზე - მახუნცეთი მაჭახელას ხეობის ,,მთავარანგელოზის მთის“ ბილიკზე და მაჭახელას ხეობაში. ტურში მონაწილეობდნენ გაზეთი ,,აჭარა“ -ს და ,,ბათუმელები“-ს ჟურნალისტები, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურ ოპერატორები, მაჭახელას ეროვნული პარკის წარმომადგენლები და ადგილობრეივი გიდები. მათ მიიღეს ინფორმაცია მაჭახელას ეროვნული პარკის ღირსშესანიშნაობების (ფლორა-ფაუნა) და ტურისტული ბილიკების შესახებ. ასევე, დაათვალიერეს ხეობაში არსებული საოჯახო სასტუმრო, ეთნო ეზო, მარანი და სხვა ობიექტები, რომელთა მხარდაჭერაც მოხდა სოფლად ტურიზმის განვითარების მიზნით საგრანტო პროგრამის ,,ტურიზმი აჭარაში - აჭარის ა.რ. რეგიონული განვითარების სტრატეგიის ელემენტების გახორციელება ტურიზმის სექტორის განვითარების მხარდაჭერისა და მაჭახელას ეროვნული პარკის მენეჯმენტის პროცესში სამოქალაქო ჩართულობის გაზრდის გზით“ ფარგლებში.

  პროექტი ხორციელდება ასოციაცია „შავი ზღვის ეკო აკადემია“-ს მიერ პოლონურ პარტნიორ ორგანიზაცია “მდგრადი ეკო განვითარების ფონდ”-თან ერთად, რომლის თანადამფინანსებელია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო.