პროექტის მიმდინარეობის გეგმიური მონიტორინგი

2017 წლის 10 იანვარს, Oxfam-ის და ,,ბრიჯი-ინოვაცია და განვითარება"-ს წარმომადგენლები მონიტორინგ ვიზიტით იმყოფებოდნენ ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტში პროგრამის ,,თემების მდგრადობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში" ფარგლებში. პროგრამას საქრთველოში ანხორციელებს ,,ბრიჯი-ინოვაცია და განვითარება" ასოციაცია ,,შავი ზღვის ეკო-აკადემია"-სთან პარტნიორობით. ფინანსურ მხადაჭერას უწევს Oxfam და ევროკომისია (DIPECHO).

შეხვედრებზე ისაუბრეს პროგრამით გათვალისწინებულ აქტივობების მიმდინარეობაზე და შედეგებზე. ხაზი გაესვა გენდერის საკითხების გათვალისწინებას ბუნებრივი კატასროფების დროს და საპრევენციო ღონისძიებების გატარების მნიშვნელობას ბუნებრივი რისკების შემცირების მიზნით.