პროექტი გრძელდება

ბრიტანული კომპანია ,,ოქსფამი” და პარტნიორი ორგანიზაცია ,,შავი ზღვის ეკოაკადემია” აგრძელებენ ერთობლივ პროექტს – ,,ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება თანამონაწილეობითი მეთოდიკის გამოყენებით”.

ქედის, შუახევის, ხულოს მუნიციპალიტეტებში გაიმართა ტრენინგი თემაზე ,,ბიომასის რესურსების გამოყენება სოფლად” ტრენერმა როსტომ გაბისონიამ პროექტში მონაწილე ფერმერებს ტექნიკური და ტექნოლოგიური სიახლეები გააცნო.

- აჭარის მთიანეთში მოსახლეობა შემოსავლის თითქმის 30 პროცენტს თბორესურსებით სარგებლობას ახმარს, ზოგიერთი ოჯახი წელიწადში 10-15 კუბურ მეტრ შეშას წვავს, რაც გარემოს ზიანს აყენებს, გახშირდა სტიქიური უბედურებები.

უცხოეთის წამყვან ქვეყნებში ბიომასის ნარჩენებს დიდი ხანია მიზნობრივად იყენებენ. უახლოეს წლებში გვექნება დანადგარები, რომლებიც სარეველა ბალახებს, ხმელ ფოთლებსა და წიწვებს სათბობად დაამუშავებს. მათ დამზადებას ფერმერებს ჩვენ შევასწავლით, – გვითხრა პროგრამის კოორდინატორმა გულო სურმანიძემ.