

შავი ზღვის ეკოაკადემია პოლონელ პარტნიორ - „მდგრადი განვითარების ფონდ“-თან ერთად ახორციელებს პროექტს „ჩვენი ტყე“, რომელიც დაფინანსდა პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდის პროგრამის „RITA - გარდამავალი ეკონომიკის რეგიონი“ ფარგლებში. პროექტის ფარგლებში ამა წლის 12-22 მაისს, მტირალას და მაჭახელას ეროვნული პარკების ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების თანამშრომლებისთვის ჩატარდა რეინჯერთა გადამზადების ტრენინგი შემდეგ საკითხებზე:
- ინდივიდუალური პატრულირების-ჯგუფური პატრულირების წესები;
- მობილური ჯგუფების მუშაობა ველზე;
- ტერიტორიის დაზვერვა;
- სამართალდამრღვევის დაკავების დროს-უსაფრთხოების წესების დაცვა;
- ტყეში გადარჩენის ტაქტიკა/მეთოდები, ველზე საჭირო აღჭურვილობის გამოყენება, რუკაზე მუშაობა, ნავიგაცია და სხვა;
- კომუნიკაცია რეინჯერებს შორის;
- ვიზიტორის დაკარგვის შემთხვევაში გასატარებელი სამძებრო ღონისძიებები დაგეგმვა, განხორციელება და უსაფრთხოების წესები.
Copyright © 2022,
Theme Originally Created by Devsaran