საგრანტო კონკურსი

ასოციაცია „შავი ზღვის ეკო აკადემია“, ეკო-კორიდორების პროგრამის ფარგლებში, აცხადებს რიგით საგრანტო კონკურსს სოფლებს შორის თემაზე - “ველური ბუნების დაცვა და შენარჩუნება.”
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ხულოს მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: მეკეიძეები, მეხალაშვილები, ვაშაყმაძეები, ვანაძეები, საციხური, აგარა, ნამონასტრევი, გელაური, ძირკვაძეები, ოქრუაშვილები, უჩხო, კურცხალი, დიაკონიძეები, გუდასახო, დეკანაშვილები.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა შევსებული სააპლიკაციო ფორმა უნდა მოათავსონ სპეციალურ ყუთში 29 აგვისტომდე შემდეგ მისამართზე: დაბა ხულო, ტბელ აბუსერიძის ქ. 5- „ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების რესურს ცენტრი“.
კონკურსის ჩატარების ადგილი: დაბა ხულო, ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობა, შ.რუსთაველის 11.
კონკურსის ჩატარების თარიღი: 2016 წლის 30 აგვისტო, 11:00 სთ.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ განაცხადის ფორმაში.

განაცხადის ფორმა (გვ.1)
განაცხადის ფორმა (გვ.2)
განაცხადის ფორმა (გვ.3)