საინფორმაციო შეხვედრებ

2019 წლის 13-14 თებერვალს, ასოციაცია ,, შავი ზღვის ეკო აკადემია“-ს ორგანიზებით ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ზუნდაგა, ზედა ბზუბზუ, უჩხითი) ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები პროექტის “მდგრადი შემოსავლის მიღების უზრუნველყოფა აჭარის ეროვნული პარკების მხარდამჭერი ზონების თემებისთვის ეკო-ტურიზმის განვითარების გზით ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ეკო-გრანტების პროგრამის ფარგლებში, რომელიც ინიცირებული და დაფინანსებულია BP-ის და მისი პარტნიორების მიერ, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობისა და სამხრეთ კავკასიის გაზის მილსადენის პროექტების ფარგლებში და ხორციელდება კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის, სი-თი-სის მიერ.

პროექტის მიზანს წარმოადგენს აჭარის ეროვნული პარკების ახლოს მაცხოვრებელ თემების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების მხარდაჭერას და ამ პროცესის მხარდაჭერას დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობის სტიმულირების გზით.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა მახუნცეთის ცენტრიდან მაჭახელას ეროვნული პარკის არსებული ,,მთავარანგელოზი“-ს ტურისტული ბილიკის მიმართულებით (ახალი ტურისტული ბილიკი, რომლითაც ვიზიტოს საშუალება ექნება მოინახულოს ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნება და სურვილის შემთხვევაში მაჭახლის ხეობის ისტორიულ-ეთნოგრაფიული ობიექტები), ეკო-საგანმანათლებლო ადგილი და სავაჭრო დახლი. ასევე, ჩატარდება სხვადასხვა ტიპის სწავლებები ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის. მოხდება ახალი ტურისტული ბილიკის პოპულარიზაცია. ბილიკის შესახებ ინფორმაციის გავრცელება მედია საშუალებებით.