სამუშაო შეხვედრა

2016 წლის 9 სექტემბერს, პროექტის - ,,თემების მდგრადობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში", ფარგლებში, ქედის გამგეობის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა ორგანიზაცია ,,შავი ზღვის ეკო აკადემიის" წარმომადგენელმა გულნაზ სურმანიძემ გამართა. დღის წესრიგით მიმოიხილეს სენდაის ჩარჩო დოკუმენტი, პრეზენტაცია მოეწყო გენდერისა და კლიმატის ცვლილებების შესახებ, ასევე ისაუბრეს პროგრამის მიმდინარე ღონისძიებებისა და სამომავლო საქმიანობების შესახებ. შეხვედრა დისკუსიის რჟიმში მიმდინარეობდა.