სამუშაო შეხვედრა

2019 წლის 18 თებერვალს ასოციაცია ,,შავი ზღვის ეკო აკადემია“- ორგანიზებით პროექტის გარემოს მონიტორინგის მონაცემებსა და მონაცემთა ინსტრუმენტებზე საზოგადოების ონლაინ წვდომის გაუმჯობესება შავი ზღვის აუზში საზღვაო ნარჩენების შემცირების სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობისათვის (MARLITER)“, ფარგლებში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა დაინტერესებულ მხარეებთან (შეხვედრას ესწრებოდა როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო და მედიის წარმომადგენლები).

როგორც უკვე ცნობილია, პროექტის მიზანია გარემოსდაცვითი მონიტორინგის სფეროში თანამშრომლობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. კერძოდ, პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის გარემოსდაცვითი კოორდინაციისა და თანამშრომლობის ჩამოყალიბება შავი ზღვის აუზში საზღვაო ნარჩენების შემცირების მიზნით.

სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო მაქსიმალური ინფორმაციის შეკრება ზღვაში მოხვედრილი მყარი ნარჩენების შესახებ, რომლის საფუძველზეც დაიწერება ანგარიში ზღვის მყარი ნარჩენების მდგომარეობის შესახებ.  შედეგად მივიღებთ ზოგადი მდგომარეობის აღმწერ დოკუმენტს.