საპროექტო წინადადებების განხილვა

2019 წლის 18 ივნისს ჩატარდა საპროექტო წინადადებების განხილვა მოწვეული ჟიურის წევრების მიერ და შერჩეული იქნა 11 პროექტი დასაფინანსებლად. საპროექტო წინადადებები შემოტანილი იყო საგრანტო კონკურსის ,,მაჭახელას ხეობაში ტურიზმის სექტორის განვითარების მხარდაჭერისა და მაჭახელას ეროვნული პარკის მენეჯმენტის პროცესში სამოქალაქო ჩართულობის გაზრდაზე ორიენტირებული მცირე პროექტების მხარდასაჭერად“ ფარგლებში. თითოეული პროექტის მაქსიმალური თანხა არის 4800 ლარი. პროექტების განხორციელება დაიწყება ივნისის თვის ბოლოს და გაგრძელდება მაქსიმუმ 3 თვე.

კონკურსი მიმდინარეობს პროექტის "ტურიზმი აჭარაში - აჭარის ა.რ. რეგიონული განვითარების სტრატეგიის ელემენტების განხორციელება ტურიზმის სექტორის განვითარების მხარდაჭერისა და მაჭახელას ეროვნული პარკის მენეჯმენტის პროცესში სამოქალაქო ჩართულობის გაზრდის საშუალებით" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ასოციაცია ,,შავი ზღვის ეკოაკადემია" პოლონურ პარტნიორ ორგანიზაცია "მდგრადი ეკო განვითარების ფონდ"-თან ერთად. თანადამფინანსებელია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

საპროექტო წინადადებების განხილვა
საპროექტო წინადადებების განხილვა
საპროექტო წინადადებების განხილვა