სასოფლო სამეურნეო კულტურების ექსტენციის მიწოდება

ასოციაცია ,, შავი ზღვის ეკო აკადემია“ ახორციელებს სასოფლო სამეურნეო კულტურების ექსტენციის მიწოდებას ხუთივე მუნიციპალიტეტში (2017 წლის ივლისი-სექტემბერი). შეხვედრის თემაა - მავნებელ დაავადებების იდენტიფიცირება, ბრძოლის ღონისძიებები, პესტიციდების გამოყენება და ვადები. ექსტენცია ფარავს ექვს კულტურას: კარტოფილი, ერთწლიანი კულტურები, ციტრუსი, მრავალწლიანი ნარგავები, თხილი და ვაზი. ექსტენციის განხორციელებისას შეხვედრები ტარდება ჯგუფებისთვის (აგრომეწარმეები და ფერმერები) და მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ კურსს საველე პირობებში.