ტრენინგი-ტრადიციული რეწვის პროდუქციის განვითარება

2019 წლის 13-14 აგვისტოს, მაჭახელას ხეობის ოსტატებისთვის  ჩატარდა ტრენინგი-ტრადიციული რეწვის პროდუქციის განვითარება,  ბაზარზე ორიენტირებული პროდუქციის რაობა და მათი ძირითადი პრინციპები, თუ  როგორ უნდა გახდეს ტრადიციული რეწვის ნაწარმი მეტად გაყიდვადი. ტრენინგის დამსწრეები მონაწილეობას მიიღებენ მაჭახლობის დღესასწაულზე და წარმოადგენენ თავიანთ ნაკეთობებს.

ტრენინგი ჩატარდა ასოციაცია ,,შავი ზღვის ეკო აკადემია“-ს ორგანიზებით,  პროექტის ,,ტურიზმი აჭარაში - აჭარის ა.რ. რეგიონული განვითარების სტრატეგიის ელემენტების გახორციელება ტურიზმის სექტორის განვითარების მხარდაჭერისა და მაჭახელას ეროვნული პარკის მენეჯმენტის პროცესში სამოქალაქო ჩართულობის გაზრდის საშუალებით“ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება “მდგრადი ეკოგანვითარების ფონდ”-ის, „შავი ზღვის ეკოაკადემია“-სთან პარტნიორობით. თანადამფინანსებელია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო.