,,ტურიზმი აჭარაში - აჭარის ა.რ. რეგიონული განვითარების სტრატეგიის ელემენტების გახორციელება ტურიზმის სექტორის განვითარების მხარდაჭერისა და მაჭახელას ეროვნული პარკის მენეჯმენტის პროცესში სამოქალაქო ჩართულობის გაზრდის საშუალებით“

                                                       

ასოციაცია „შავი ზღვის ეკოაკადემია“ პოლონურ პარტნიორ ორგანიზაციასთან “მდგრადი ეკო განვითარების ფონდ”-თან ერთად ახორციელებს პროექტს ,,ტურიზმი აჭარაში - აჭარის ა.რ. რეგიონული განვითარების სტრატეგიის ელემენტების გახორციელება ტურიზმის სექტორის განვითარების მხარდაჭერისა და მაჭახელას ეროვნული პარკის მენეჯმენტის პროცესში სამოქალაქო ჩართულობის გაზრდის საშუალებით.“

პროგრამის ფარგლებში ასოციაცია „შავი ზღვის ეკო აკადემია“ აცხადებს კონკურსს მაჭახელას ხეობაში ტურიზმის სექტორის განვითარების მხარდაჭერისა და მაჭახელას ეროვნული პარკის მენეჯმენტის პროცესში სამოქალაქო ჩართულობის გაზრდაზე ორიენტირებული მცირე პროექტების მხარდასაჭერად (განაცხადის მიღების პერიოდი: 18 აპრილი - 18 მაისი, 2019 წელი).

კონკურსის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს ახალი ეკო და აგრო ტურისტული სერვისების დაარსებას ან არსებულის გაფართოებას, რომლებიც შექმნიან დამატებით შემოსავლებს, დაასაქმებენ ადგილობრივ მოსახლეობას და/ან გაზრდიან ცოდნას ტურიზმის და გარემოსდაცვით საკითხებზე და შექმნიან მაჭახლის ხეობის ბრენდის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პირობას. 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია მაჭახელას ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლების:  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი - ზედა ჩხუტუნეთის, ქვედა ჩხუტუნეთის, ჩიქუნეთის, ზედა ქოქოლეთის, ქოქოლეთის, აჭარისაღმართის, ცხემლარას, სკურდიდის, ქედქედის, სინდიეთის და ასევე ქედის მუნიციპალიტეტი - ბზუბზუ, მილისი, ქოსოფელი, ნამლისევი, უჩხითი  მოსახლეობის ყველა დაინტერესებულ პირს, დაინტერესებულ პირთა ჯგუფს, საგანმანათლებლო დაწესებულებას.

                კონკურსში მონაწილეობა არ შეუძლიათ ადგილობრივი/სახელმწიფო სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებსა და ასევე საკონკურსო კომისიის წევრებს, რომელთაც სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე გავლენის მოხდენა შეუძლიათ საკონკურსო პროცესზე. აღნიშნული ასევე ვრცელდება ხსენებულ პირთა ოჯახის წევრებზე.

კონკურსში გამარჯვებული განმცხადებლები მიიღებენ დახმარებას გრანტის სახით, რომელიც წარმოადგენს პროექტის განხორციელებისთვის არადაბრუნებად ნაჩუქრობას. (შესაძენი მასალის შესყიდვას განახორციელებს ასოციაცია „შავი ზღვის ეკო აკადემია“).

„შავი ზღვის ეკო აკადერმია“ არ დააფინანსებს სათამაშო ბიზნესის,  მედიკამენტების შეძენას.

  ყველა გამარჯვებული განმცხადებელი, რომელიც ითხოვს საგრანტო თანხას, ვალდებული იქნება დარეგისტრირდეს, როგორც იურიდიული პირი (ინდმეწარმე ან სხვა).

საპროექტო განაცხადით მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 4 800 ლარს.

საპროექტო განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს გაცემული საპროექტო განაცხადის ფორმის შესაბამისად დადგენილ ვადაში, კონვერტში მოთავსებული.

დაინტერესებულ პირს ეძლევა საშუალება დაესწროს განაცხადის მომზადებისთვის ტრენინგს 30 აპრილს (მისამართი: მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის შენობა, დრო: 11:00 სთ). ტრენინგზე დასწრების სურვილის შემთხვევაში საჭიროა დაინტერესების გამოხატვის რეგისტრაცია გაიაროს 25 აპრილამდე იგივე მისამართზე)

საგრანტო კონკურსის ეტაპები

  • საპროექტო წინადადებების წარმოდგენა (მიიღება მხოლოდ ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ფორმით წარმოდგენილი წინადადებები)
  • პროექტების განხილვა და შერჩევა კომისიის მიერ (კომისია იტოვებს პრიორიტიზირებული პროექტის ბიუჯეტის შეცვლის უფლებას  განმცხადებელთან შეთანხმებით)
  • კომისიის მიერ შერჩეული პროექტის დაფინანსება, განხორციელება (მონიტორინგი)

საგრანტო განაცხადის შეფასების ძირითადი კრიტერიუმები

  • გარემოსთან თავსებადი (არ უნდა იყოს გარემოსთვის საზიანო);
  • პოლიტიკური და რელიგიური თემატიკისგან თავისუფალი (არ უნდა მოიცავდეს პოლიტიკურ ან რელიგიურ საკითხებს);
  • პრაქტიკაში ფუნქციონირების რეალური შესაძლებლობა
  • პროექტი უნდა უზრუნველყოფდეს რომელიმე ტურისტული სერვისის გაუმჯობესებას  და ექნება დადებითი გავლენა სოფლის სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობაზე
  • პროექტით მიღებული პროდუქტი/სერვისი უნდა გამოხატავდეს თანამშრომლობას სხვა ბიზნესებთან ან რეგიონის სხვადასხვა ინსტიტუტებთან (სამთავრობო დაწესებულებები /არასამთავრობო ორგანიზაციები/ეროვნული პარკი)
  • წარმოდგენილი პროექტი უნდა იყოს დამაჯერებელი, რეალისტური და დაგეგმილ დროში განხორციელებადი (არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს)
  • პროექტი ხელს უწყობს ტურისტული სერვისების ქსელის შექმნას
  • პროექტი ხელს უწყობს  მაჭახლის ხეობის ბრენდის პოპულარიზაციას (ქედის მუნიციპალიტეტის სოფლების შემთხვევაში იმ პროდუქტის ან სერვისის პოპულარიზაციას, რომელიც შეიძლება გახდეს მათი კუთხის ბრენდი სამომავლოდ)

      გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ უპირატესობა მიენიჭება იმ პროექტებს, რომლებიც ითვალისწინებს პროექტის ბენეფიციარების მეტ რაოდენობას, გააჩნია დაფინანსების სხვა წყარო  აღნიშნული კონკურსის დაფინანსების გარდა და  ხელს შეუწყობს ტურისტული სერვისების ქსელის შექმნას (ამ უკანასკნელ შემთხვევაში შესაძლოა ერთზე მეტი გრანტი გაიცეს ქსელის წევრებზე).  

განაცხადის ფორმის მიღება შეიძლება მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის შენობაში და ასევე, ხელმისაწვდომია ორგანიზაციის ვებ გვედზე: www.bsea.ge

      განმცხადებელს აქვს შესაძლებლობა შემოიტანოს მხოლოდ  ერთი საპროექტო განაცხადი.

განმცხადებელმა პირმა კონვერტში მოთავსებული საპროექტო წინადადება თავისი საკონტაქტო ინფორმაციით უნდა წარმოადგინოს სოფ. აჭარისაღმართში მდებარე მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის შენობაში სამუშაო დღეებში 10:00-16:00 სთ.

წინადადებების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 18 მაისი, 16:00 საათი

გამარჯვებულებს გამოავლენს კონკურსის შესარჩევი კომისია, რომელშიც შევლენ ორგანიზაციის თანამშრომლები, ადგილობრივი მთავრობის, ეროვნული პარკის და ადგილობრივი თემის წარმომადგენლები, მოწვეული ექსპერტები.

წარმოდგენილი პროექტებიდან შეირჩევა 10 საუკეთესო და გაიცემა საკონკურსო გრანტები (მხოლოდ გამარჯვებულ აპლიკანტებთან მოხდება დაკავშირება).

კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინადადების დაფინანსების შესახებ არის საბოლოო და არ გასაჩივრდება

ორგანიზაციის საკონტაქტო პირი:

მანანა ქარცივაძე 593 40 43 93

იური სურმანიძე 593 66 81 33

ნანა ბაუჟაძე 595 08 60 75

პროექტი ხორციელდება “მდგრადი ეკოგანვითარების ფონდ”-ის, „შავი ზღვის ეკოაკადემია“-სთან პარტნიორობით. თანადამფინანსებელია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო

სრული დეტალები იხილეთ: http://bsea.ge/ka/mcire-sagranto-konkursi