ჩვენი ტყე-აქტიური ეკოლოგიური განათლება მაჭახელას ეროვნულ პარკში

დასრულდა პროექტი: „ჩვენი ტყე-აქტიური ეკოლოგიური განათლება მაჭახელას ეროვნულ პარკში,“ რომელსაც ახორციელებდა ასოციაცია ,,შავი ზღვის ეკოაკადემია” პოლონურ ორგანიზაცია ეკოგანვითარების ფონდთან, “მტირალას და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციასთან” და მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციასთან ერთად. ასევე, პროექტში ჩართული იყო მაჭახელას ხეობის ხუთი საჯარო სკოლა. პროექტის ფარგლებში მომზადდა ეკოსაგანმანათლებლო დოკუმენტი და ჩატარდა დოკუმენტის განხორციელებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების ტრენინგები.

პროექტი თანადაფინანსებულია პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდის მიერ, RITA-რეგიონი გარდამავალ პერიოდში პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ფონდი განათლება დემოკრატიისთვის.