„უსაფრთხო გზა სკოლისკენ“

ბათუმში ფეხით გადაადგილების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სკოლისკენ კიდევ უფრო მეტი ბავშვის ფეხით გადაადგილების წახალისების მიზნით, ბათუმის მერია, პროექტი Mobility 4 Cities გუნდთან, შავი ზღვის ეკო აკადემიასა და ჰოლანდიურ-საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Mobycon-სთან კოორდინირებით გეგმავს ტაქტიკური ურბანიზმის საპილოტე ქმედების განხორციელებას, რომელიც მიზნად ისახავს სკოლისკენ ფეხით გადაადგილების უსაფრთხო გზების შექმნას. საპილოტე აქტივობის ფარგლებში მომზადდება ქუჩის დიზაინის დროებითი ცვლილებების პროექტი, რომელიც ფიზიკურად მოეწყობა 2022 წლის გაზაფხულზე. აღნიშნული მიზნად ისახავს, რომ ბათუმის N14 სკოლისკენ მიმავალი ქუჩები და მიმდებარე ტერიტორია გახდეს უფრო უსაფრთხო და კომფორტული სკოლის მოსწავლეების ფეხით გადაადგილებისთვის, მათ აღმზრდელებთან და მეგობრებთან ერთად.

      ამ პროექტის ფარგლებში, ბათუმის N14 სკოლის მოსწავლეების და მათი მშობლების ჩართულობით, მოეწყო აქტივობა ,,გასეირნება კაფეში“, სადაც მათ დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრება პილოტურ პროექტთან დაკავშირებით.

150_120843.jpg  150_124614_0.jpg  150_135725.jpg  150_142235.jpg  150_161123.jpg