MARLITER რეგიონული საინფორმაციო სამუშაო შეხვედრა კონსტანცაში: შავი ზღვისათვის ICT ბაზაზე ინსტრუმენტის შემუშავების საქმეში მიღწეული პროგრესი

ინტერნეტ-ტექნოლოგიებზე დაფუძნებული პორტალის შექმნის მიზნით მომავალში, პარტნიორები და დაინტერესებული მხარეები ხუთი ქვეყნიდან განიხილავენ პროექტის მნიშვნელოვანი პროდუქტის მომზადებას

თარიღი: 2019 წლის 11 ივლისი

რეჟიმი: შეუზღუდავი

2019 წლის 3-4 ივლისს კონსტანცაში, რუმინეთი, შედგა რიგით მეორე რეგიონული შეხვედრა პროექტის ფარგლებში, ინფორმაციის გაცვლის სამუშაო შეხვედრა სათაურით „ICT ბაზაზე ინსტრუმენტის შემუშავებისათვის საჭირო მონაცემთა და ინფორმაციის  შეფასების (ანალიზის) შეხვედრა  MARLITER პროექტის ფარგლებში“.  პარტნიორებისა და დაინტერესებულ მხარეთა 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა ხუთი ქვეყნიდან  განიხილა მიღწევები განხორციელებულ სამუშაოში პროექტის მნიშვნელოვან პროდუქტთან - მონაცემთა და ინფორმაციის კვლევა, რომელიც გამოყენებული იქნება  შავი ზღვის მონიტორინგის მონაცემების თაობაზე   ინტერნეტ-ტექნოლოგიებზე დაფუძნებული პორტალი   - დაკავშირებით. მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ საზღვაო ნარჩენების გლობალური პრობლემის გადაჭრის გზების დადგენაში. დაინტერესებულმა მხარეებმა და მასპინძელი ქვეყნის ექსპერტებმა განსაკუთრებული დახმარება გასწიეს ადგილობრივ მოვლენებსა და საუკეთესო პრაქტიკებთან დაკავშირებული კომენტარებისა და რჩევების უზრუნველყოფაში.

მონაწილეებმა წარმოადგინეს ინფორმაციის მიმოხილვა ეროვნულ დონეზე საზღვაო ნარჩენებთან დაკავშირებული მონაცემების ხელმისაწვდომობაზე და, ასევე, ისეთი საკითხები, როგორიცაა საკანონმდებლო ხარვეზები ან დაბრკოლებები, რომლებიც შეხვდათ ეროვნულ დონეზე მონაცემთა შეგროვებისას. „ძირითადი სირთულე, რომელიც MARLITER-ის ყველა პარტნიორს შეხვდა არის მკაფიო კანონმდებლობის არარსებობა საზღვაო ნარჩენებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, არსებული მონაცემები შევსებასა და გამდიდრებას მოითხოვს, პლაჟების მონიტორინგი უფრო რეგულარული უნდა გახდეს და ამას უფრო მეტად უნდა დაუჭირონ მხარი წევრმა სახელმწიფოებმა. საბერძნეთში ყველაზე გავრცელებულ საზღვაო ნარჩენს პლაჟებზე წარმოადგენს სიგარეტის ნამწვი, იგივე მდგომარეობაა ბულგარეთში, სადაც საზღვაო ნარჩენების 84% -ს პოლიმერული საგნები შეადგენს“, ამბობს ანჟელიკა პაი, პროექტის კოორდინატორი.

დამსწრეებმა მონაწილეობა მიიღეს სამ სამუშაო ჯგუფში. პირველის მიზანი იყო დადგენილიყო დაინტერესებულ მხარეთა მოლოდინები და რისი შეთავაზება შეუძლიათ მათ პროექტისათვის ინფორმაციის კუთხით, ასევე უნდა დადგენილიყო რა მოლოდინები არსებობს  MARLITER -ისგან და რა სარგებელს მოიტანს იგი.

შედეგებმა გამოავლინა რამდენიმე ელემენტი, რომელთა განხორციელება აუცილებელია პროექტის ფარგლებში. დაინტერესებული მხარეების მოლოდინებმა მოიცვა: უკეთესი კომუნიკაცია დაინტერესებულ ჯგუფებს შორის; საზოგადოებისათვის ზღვასთან დაკავშირებული აქტივობების ვიზუალიზაციის, ისევე როგორც მონიტორინგის, გაუმჯობესება; ქმედებებისა და ღონისძიებების დაგეგმვა საზღვაო ნარჩენების შემცირების მიზნით და ნარჩენების გაუმჯობესებული მართვისა და ნარჩენების პრევენციის კონცეფციის ხელშეწყობა ეროვნულ დონეებზე; ასევე საზღვაო ნარჩენებთან დაკავშირებული კანონმდებლობის გაუმჯობესება.

მონაწილეთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია  შეხედულებებმა და რჩევებმა იმის თაობაზე, თუ რა შეიძლება შემოგვთავაზონ დაინტერესებულმა მხარეებმა. გამოვლენილებში შევიდა (მოხვდა) რესურსები, ინფორმაცია, პროექტების შედეგების ფლობა, პლაჟების მონიტორინგის ხელშეწყობა და სასკოლო ქმედებები, რომლებიც დაკავშირებულია საზოგადოების განათლებასა და ცნობიერების ამაღლებასთან საზღვაო ნარჩენების პრევენციასა და შემცირებასთან მიმართებით.   

პროექტისგან მოლოდინების კუთხით, მონაწილეებმა და დაინტერესებული მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საზღვაო ნარჩენების პრობლემის შესახებ საზოგადოების განათლებაზე, ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებაზე, დაცული ტერიტორიების შენარჩუნებასა და ინტენსიურ ტრენინგზე, ასევე მუშაობის გაძლიერებაზე  კანონმდებლობის გაუმჯობესების მიზნით, ისე რომ საზღვაო ნარჩენები მასში იქნეს გათვალისწინებული.

სამუშაო შეხვედრა გაგრძელდა დისკუსიებით ინფორმაციის თაობაზე, რომელსაც კავშირი აქვს საზღვაო ნარჩენების კვლევასთან. „იმისათვის, რომ შემცირდეს ზღვაში და სანაპიროებზე მოხვედრილი ნარჩენების რაოდენობა, უპირველეს ყოვლისა საჭიროა ამჟამინდელი მდგომარეობის დეტალური ცოდნა. ჩვენ გვესაჭიროება სრული და უახლესი ინფორმაცია და ამისათვის, თითოეულმა ხელისუფლებამ,   რომელიც ფლობს ასეთ მონაცემებს, საჯარო უნდა გახადოს ისინი. ამავდროულად, აუცილებლობას წარმოადგენს მონაცემთა შეკრების შემდგომი გზების ჰარმონიზება, ისე რომ შესაძლებელი გახდეს ტრანსსასაზღვრო შედარებების გაკეთება“, ამბობს მიჰაელა კანდეა მირეა, არასამთავრობო ორგანიზაციის „მარე ნოსტრუმი“-ს აღმასრულებელი დირექტორი.

ეროვნულ დონეზე კვლევით სამუშაოში მიღწეული შედეგების ყველა პარტნიორის მიერ წარმოდგენის შემდგომ, თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტის პარტნიორებმა მსმენელებს მიაწოდეს თავიანთი შეხედულებები, დეტალური ინსტრუქციები და მითითებები სამომავლო მუშაობის თაობაზე. მათ წარმოადგინეს ინტერაქტიული პორტალის მოფიქრებული სტრუქტურა, სადაც აიტვირთება მონაცემები და ინფორმაცია შაც ზღვაზე და საზღვაო ნარჩენებზე, რათა ეს გლობალური პრობლემა თვალნათელი და უკეთ გასაგები გახდეს რეგიონული და ეროვნული დაინტერესებული მხარეებისათვის.

სამუშაო შეხვედრა წარმოადგენს პროექტის   „გარემოს მონიტორინგის მონაცემებსა და მონაცემთა ინსტრუმენტებზე საზოგადოების ონლაინ წვდომის გაუმჯობესება შავი ზღვის აუზში საზღვაო ნარჩენების შემცირების სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობისათვის (MARLITER)“ ნაწილს JOP (Joint Operational Program) Black Sea Basin 2014-2020-ის ხელშეწყობით, რომელიც თავის მხრივ არის ევროკავშირის სამეზობლო ინსტრუმენტის ნაწილი. პროექტში პარტნიორები არიან შავი ზღვის არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი (BSNN) – ბულგარეთი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მარე ნოსტრუმი“, კონსტანტა – რუმინეთი, „თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი“ – საბერძნეთი, „ოდესის ზღვის ეკოლოგიის  სამეცნიერო ცენტრი“ – უკრაინა, და „შავი ზღვის ეკო აკადემია“, ბათუმი – საქართველო. პროექტის მიზანია გააუმჯობესოს თანამშრომლობა გარემოს მონიტორინგში, რომელიც პროგრამის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს, და ხელი შეუწყოს კოორდინაციას და თანამშრომლობას შავი ზღვის აუზში საზღვაო ნარჩენების შემცირებისათვის. მისი ხანგრძლიობა არის 30 თვე და მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 770 ათას ევროს.