AGRIPERMA-ს სემინარი და დაინტერესებულ მხარეთა კონსულტაცია ბათუმში

2026 წლის 15 ივლისს, საერთაშორისო პროექტი AGRIPERMA გამართავს ცნობიერების ამაღლების სემინარსა და დაინტერესებულ მხარეთა კონსულტაციას. ღონისძიება გაიმართება აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის საკონფერენციო დარბაზში (მისამართი: ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. 84/86). AGRIPERMA ნიშნავს „მდგრად ტრანსნაციონალურ პლატფორმას რეგენერაციული სოფლის მეურნეობისა და პერმაკულტურის სფეროში საუკეთესო პრაქტიკისა და ცოდნის გაცვლისთვის, რაც ხელს უწყობს კლიმატის ცვლილების შერბილებასა და მასთან ადაპტაციას“.

  • ორ ნაწილად დაიყოფა:
  • საინფორმაციო სესია, რომელიც დაეთმობა პროექტის, რეგენერაციული სოფლის მეურნეობისა და პერმაკულტურის გაცნობას.
  • დაინტერესებულ მხარეთა კონსულტაცია პროექტის საბაზისო კვლევის (baseline study) საკითხებზე.
  • ხორციელდება პროგრამა „Interreg NEXT შავი ზღვის აუზის“ (Interreg NEXT Black Sea Basin Programme) მხარდაჭერით. მისი მიზანია, ოთხ ქვეყანაში გააუმჯობესოს სოფლად მცხოვრები მოსახლეობისა და ფერმერთა გაგება სოფლის მეურნეობაში ეკოსისტემაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების შესახებ, ასევე აამაღლოს ცნობიერება მდგრადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკების თაობაზე, რომლებიც ხელს უწყობს კლიმატის ცვლილების შერბილებასა და მასთან ადაპტაციას.
  • დაიწყო 2025 წლის 25 დეკემბერს და 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება.
  • პლატფორმის მეშვეობით, რეგიონული დაინტერესებული მხარეები გაიგებენ, თუ როგორ უწყობს ხელს ეკოსისტემაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები კლიმატის ცვლილების შერბილებასა და მასთან ადაპტაციას, ასევე შეძლებენ საუკეთესო პრაქტიკისა და ცოდნის გაზიარებას საზღვრებს მიღმა. ელექტრონული სწავლების ღია ინსტრუმენტები უზრუნველყოფს მარტივ წვდომას რეგენერაციულ სოფლის მეურნეობასა და პერმაკულტურასთან დაკავშირებულ მასალებსა და სახელმძღვანელოებზე. ეს დაეხმარება დაინტერესებულ მხარეებს, პრაქტიკაში გამოიყენონ დადასტურებული მიდგომები და ისარგებლონ შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის შესაძლებლობებით.

AGRIPERMA მოიცავს შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებებსა და საპილოტე პროექტებს, რომლებიც მიმართულია შავი ზღვის აუზში ეკოსისტემაზე დაფუძნებული ტექნოლოგიებისა და მდგრადი გადაწყვეტილებების გამოყენების ხელშეწყობისკენ.

  • ფარგლებში შეიქმნება ციფრული რუკები თითოეული მონაწილე ქვეყნისთვის; რუკები ასახავს მიწათსარგებლობის, ნიადაგის, კულტურების, კლიმატური პირობებისა და კლიმატის სამომავლო პროგნოზების მონაცემებს. ასევე შემუშავდება პერმაკულტურული ფერმების ოთხი მოდელი და მომზადდება სამი სასწავლო მოდული, რომლებიც შეეხება კლიმატის ცვლილებასა და ს თავისი გავლენის გასაზრდელად, პროექტი ხელს შეუწყობს დაინტერესებულ მხარეებსა და ექსპერტთა საზოგადოებებს შორის გაცვლას, შექმნის გრძელვადიანი მხარდაჭერის მექანიზმს და დაეხმარება ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის გამოყენებაში.
  • მიზნები

3. • გააუმჯობესოს სამიზნე ჯგუფების გაგება იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია რეგენერაციულ სოფლის მეურნეობასა და პერმაკულტურის პრაქტიკას კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და კატასტროფების რისკის პრევენციის მხარდაჭერა.

4. • შექმნას e-Farm, ტრანსნაციონალური ქსელური და ელექტრონული სწავლების პლატფორმა, რომელიც ეხმარება მომხმარებლებს ეკოსისტემაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების გამოყენებაში რეგენერაციულ სოფლის მეურნეობასა და პერმაკულტურაში კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და შერბილების მხარდასაჭერად.

5. • გაზარდოს რეგიონში საბოლოო მომხმარებლების შესაძლებლობები ინოვაციური გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების გამოყენებისთვის სოფლის მეურნეობაში გრძელვადიან პერსპექტივაში.

6. • მხარი დაუჭიროს ქსელური პრაქტიკისა და ინსტრუმენტების დანერგვას რეგიონული თანამშრომლობის გასაძლიერებლად.

7. • ხელი შეუწყოს შავი ზღვის თემებში კარგ პრაქტიკას, რათა მათ შეძლონ წვლილი შეიტანონ კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციასა და შერბილებაში.

  • აქტივობები

1.1 ჩაატაროს საბაზისო კვლევა და შეაგროვოს ინფორმაცია კლიმატის ცვლილებასა და მიმდინარე მდგრადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის შესახებ სამიზნე რეგიონებში ყველაზე დაუცველი თემების იდენტიფიცირების მიზნით.

1.2 შექმნას e-Farm, მდგრადი ვებ-ზე დაფუძნებული ტრანსნაციონალური ქსელური და ელექტრონული სწავლების პლატფორმა.

1.3 ეროვნული მასშტაბით ცნობიერების ამაღლების შეხვედრების ჩატარება.