გარემოს მონიტორინგის მონაცემებსა და მონაცემთა ინსტრუმენტებზე საზოგადოების ონლაინ წვდომის გაუმჯობესება
CBC "შავი ზღვის აუზი 2014-2020" ფარგლებში ევროკავშირის სამეზობლო დახმარების ინსტრუმენტის (ENI) ფინანსური ხელშეწყობით მიმდინარე პროექტის „გარემოს მონიტორინგის მონაცემებსა და მონაცემთა ინსტრუმენტებზე საზოგადოების ონლაინ წვდომის გაუმჯობესება- MARLITER“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ასოციაცია ,,შავი ზღვის ეკო აკადემია“ 7 ივნისიდან 15 ივნისის ჩათვლით ატარებს შავი ზღვის სანაპირო რეგიონებში საზღვაო ნარჩენების მონიტორინგს. აღნიშნულ ღონისძიებაში ჩართულია ოთხი სკოლა (ფოთი, ურეკი,ქობულეთი, ბათუმი).
მონიტორინგის მონაცემები აიტვირთება ევროპის გარემოსდაცვითი სააგენტოს პორტალზე.