ისტორია

მისია

შავი ზღვის ეკოაკადემიის ძირითადი მისიაა ხელი შეუწყოს ქვეყნის მდგრად განვითარებას თანასწორუფლებიანი და გაუმჯობესებული  ცხოვრების პირობების უზრუნველყოფას, ცოდნასა და ურთიერთთანამსრომლობაზე დაფუძნებული საზოგადოების ჩამოყალიბება.

ისტორია

ასოციაცია „შავი ზღვის ეკოაკადემია“, როგორც შავი ზღვის გარემოს პრობლემებზე ფოკუსირებული საქართველოს სანაპირო ზოლში რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია, 1996 წელს ჩამოყალიბდა. 2000 წლიდან არის შავი ზღვის საერთაშორისო ქსელის წევრი და ეროვნული ოფისი. 2004 წლიდან შავი ზღვის ეკოაკადემია, წარმოადგენს პალიასტომის ტბას „ცოცხალ ტბათა" საერთაშორისო ქსელში და აქტიურად მონაწილეობს ქსელის საქმოანობაში ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.

ძირითადი სფეროები, რომელშიც მუშაობს ორგანიზაცია მოიცავს: ნარჩენების მართვა, ბიომრავალფეროვნების დაცვა და შენარჩუნება, კატასტროფების რისკის შემცირება, კლიმატის ცვლილება, წყლის რესურსების მართვა, მდგარდი განვითარება, სოციალურ-კონომიკური მიმართულება, ნიადაგების დეგრადაცია, ადგილობრივად ხელმისაწვდომი ალტერნატიული ენერგიის ტექნოლოგიების განვითარება

თავისი მოღვაწეობის განმავლობაში, სხვადასხვა პროექტების ფარგლებში შავი ზღვის ეკო-აკადემია აწყობდა შემდეგი ტიპის ღონისძიებებს: საველე კურსები, გამოფენები, საინფორმაციო კამპანიები, კონფერენციები, სემინარები, ტრენინგები, საზოგადოებრივი აზრის კვლევები, საორგანიზაციო მხარდაჭერა, მონიტორინგი და შეფასება, სოციალურ-ეკონომიკური შეფასება, სამეცნიერო კლევა, თემთა მობილიზაცია, პლაჟების დასუფთავება, სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო ბეჭდვითი მასალის გამოცემა, ვიდეომასალის(დოკუმენტური ფილმი, კლიპები) მომზადება.

სტრუქტურა