მცირე გრანტების კონკურსი
მცირე გრანტების კონკურსი – მიიღეთ დაფინანსება 6,600 ლარამდე!
გიყვართ ადგილობრივი ტურიზმის განვითარება ან ავთენტური ადგილობრივი პროდუქციის წარმოება? ცხოვრობთ ან მუშაობთ მტირალას ან მაჭახელას ეროვნული პარკების ბუფერულ/მიმდებარე ზონაში?
გიწვევთ მცირე გრანტების კონკურსში მონაწილეობისთვის (დაფინანსება 6,600 ლარამდე), რათა გააძლიეროთ თქვენი ინიციატივა! გსურთ თქვენი ბიზნესის გაფართოება, ახლის დაწყება ან თემის გაერთიანება? – ეს თქვენი შანსია.
🧭 რას ეხება ეს კონკურსი?
შავი ზღვის ეკოაკადემია (BSEA), მდგრადი ეკოგანვითარების ფონდთან (FER) პარტნიორობითა და მაჭახელასა და მტირალას ეროვნული პარკების ადმინისტრაციებთან და მაჭახელას დაცული ლანდშაფტის სამმართველოსთან თანამშრომლობით აცხადებს საგრანტო კონკურსს ადგილობრივი ტურიზმისა და პროდუქტის განვითარების მხარდასაჭერად.
ეს ინიციატივა ხორციელდება პროექტის “დაცული ტერიტორიები, როგორც ადგილობრივი მეწარმეობის შესაძლებლობა” ფარგლებში, რომელიც თანადაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის ფარგლებში..
ველოდებით პროექტებს, რომლებიც:
- ავსებენ არსებულ ნაკლოვანებებს ტურისტულ ინფრასტრუქტურასა და სერვისებში,
- ხელს უწყობენ მაღალი ხარისხის ადგილობრივი პროდუქციის განვითარებას (განსაკუთრებით “პროდუქტები მაჭახელადან” ბრენდის ქვეშ),
- იცავენ ბუნებრივ და კულტურულ ლანდშაფტს,
- აძლიერებენ ადგილობრივ თემებსა და მათ ეკონომიკურ მდგრადობას.
👥 ვინ შეიძლება მიიღოს მონაწილეობა?
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
- ადგილობრივ მოსახლეობას,
- მიკრობიზნესებს,
- არასამთავრობო ორგანიზაციებს,
- არაფორმალურ სათემო ჯგუფებს
… შემდეგი სოფლებიდან:
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი: ზედა ჩხუტუნეთი, ქვედა ჩხუტუნეთი, ქოქოლეთი, ქვედა ქოქოლეთი, სკურდიდი, ჩიქუნეთი, ქედქედი, სინდიეთი, აჭარის აღმართი, ცხემლარა
ქედის მუნიციპალიტეტი: ზედა ბზუბზუ, ქვედა ბზუბზუ, მილისი, ქოსოფელი, ნამლისევი, უჩხითი, ზუნდაგა
💡 რა სახის პროექტებს ვაფინანსებთ?
განსაკუთრებით გვაინტერესებს:
- ტრადიციული საკვების და ხელნაკეთი პროდუქციის წარმოება,
- ტურისტული სერვისები (მაგ. განთავსება, გიდობა, თემატური ტური),
- ბუნებაზე და კულტურულ მემკვიდრეობაზე დაფუძნებული აქტივობები ადგილობრივებისა და ვიზიტორებისთვის.
შეგიძლიათ წარმოადგინოთ წინადადება როგორც ახალი იდეით, ისე უკვე არსებული ინიციატივის განვითარებისთვის!
📆 ვადები
- კონკურსის გამოცხადება: 2025 წლის 24 აპრილი
- საინფორმაციო შეხვედრები: 2025 წლის 25 აპრილი – 6 მაისი
- განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 10 ივნისი, 16:00 საათამდე
- შედეგების გამოქვეყნება: 2025 წლის 9 ივლისი
- პროექტების განხორციელება: 2025 წლის 14 ივლისი – 5 სექტემბერი
📝 როგორ უნდა შეიტანოთ განაცხადი?
- გადმოწერეთ დეტალური წესები და სააპლიკაციო ფორმა ვებგვერდებიდან:
👉 www.bsea.ge ან www.mpl.ge - შეავსეთ განაცხადი და დანართებით წარადგინეთ პირადად 2025 წლის 10 ივნისს, 16:00 საათამდე შემდეგ მისამართებზე:
📍 BSEA ოფისი: ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. 79,
📍 მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია: სოფელი აჭარის აღმართი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
და ელექტრონულად (შევსებული განაცხადის ფორმა და ბიუჯეტი) ციფრული ვარიანტი) მისამართზე: info@bsea.org
დაგვიანებულად წარმოდგენილი განაცხადები არ მიიღება.
აპლიკანტებისთვის ჩატარდება სამუშაო სემინარები განაცხადის ფორმის შევსების, ბიუჯეტირების და პროექტის დიზაინის შესახებ.
📚 ყველა წესი და დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია სრულ რეგლამენტში ჩვენს ვებგვერდზე. www.bsea.ge or www.mpl.ge
დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით:
📞 მანანა ქარცივაძე – BSEA (593 40 43 93)
📞 დინა მახარაძე – მაჭახელას ეროვნული პარკი (595 08 60 75)
მოდით ერთად შევქმნათ მდგრადი და ცოცხალი მომავალი ჩვენი საცხოვრებელი გარემოსთვის!
დანართების გადმოსაწერად მიყევით ბმულს:
2025_მცირე გრანტები_ კონკურსის პირობები