#BBSEA, #EcoInnovation, #BlackSea
#BBSEA, #EcoInnovation, #BlackSea შავი ზღვის ეკო-აკადემია გახდა @Blueing the Black Sea (BBSEA) ეკოინოვაციის გამოწვევის კონკურსის ნახევარფინალისტი.
#BBSEA, #EcoInnovation, #BlackSea შავი ზღვის ეკო-აკადემია გახდა @Blueing the Black Sea (BBSEA) ეკოინოვაციის გამოწვევის კონკურსის ნახევარფინალისტი.
მაჭახელის ხეობაში, წაბლის ტყეებსა და უძველეს ქვის ხიდებს შორის, იბადება ახალი იდეა – „მაჭახელის ადგილობრივი ბრენდი“ (Machakhela Products).
ეს მხოლოდ ლოგო ან ეტიკეტი არ არის – ეს გზაა იმის საჩვენებლად, რომ ხეობას აქვს თავისი განსაკუთრებული ხასიათი, პროდუქტები, ადამიანები და ისტორიები, რომლებიც ღირს გაცნობადია.
დასრულდა სასწავლო ვიზიტი პოლონეთში პროექტის ,,დაცული ტერიტორიები როგორც შესაძლებლობა ადგილობრივი მეწარმეობისთვის“ – ფარგლებში, რომელიც გრძელდებოდა 2025 წლის 8 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით.
პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავს თანაბარი შესაძლებლობების შექმნას ადგილობრივი მეწარმეებისთვის, განსაკუთრებით დაცული ტერიტორიების მიმდებარე თემების მხარდაჭერის გზით.
ა(ა)იპ „შავი ზღვის ეკო-აკადემია“ პოლონელ პარტნიორ -“მგრადი განვითარების ფონდ”-თან ერთად ახორციელებს პროექტს - ,,დაცული ტერიტორიები - შესაძლებლობა მეწარმეობისთვის. ადგილობრივი მეწარმეებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნა აჭარის ა.რ. ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვაში თემების ჩართულობის მხარდაჭერით”. პროექტი ხორციელდება პოლონეთის მთავრობის (Polish Aid) ფინანსური მხარდაჭერით.