ენერგო ეფექტური ტექნოლოგიები
2019-2020 წლებში, ასოციაცია ,,შავი ზღვის ეკოაკადემია“-მ გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, განახორციელა პროექტი -
,,აჭარის მაღალთიანი მუნიციპალიტეტების (ქედა, ხულო და შუახევი) მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური და გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესება, დაბალნახშირბადიანი ენერგო ეფექტური ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების გზით.”
პროექტი ძირითადად ითვალისწინებდა კლიმატის ცვლილების ზეგავლენის შემარბილებელ ღონისძიებებს, კერძოდ, დაბალნახშირბადიანი ენერგორესურსებისადმი თემების ხელმისაწვდომობის შესაძლებლობების გაზრდის გზით.
ენერგო ეფექტური ტექნოლოგიების (ქურა, სათბობი, საცხოვრებელი შენობების იზოლაცია) გამოყენების წახალისება ამ პროექტის მთავარ კომპონენტს წარმოადგენდა. იგი მიზნად ისახავს კლიმატის საკითხების ჩართვას საოჯახო მეურნეობის მართვის პროცესში. საპილოტე პროექტებისა და ცნობიერების ამაღლების საქმიანობების განხორციელებით პროექტმა ხელი შეუწყო შეშის საერთო მოხმარების შემცირებას სამიზნე უბნებში, რაც თავისთავად გამოიწვევს ბუნებრივ რესურსებზე ზეწოლის შემცირებას. პროექტის განხორციელება არა მხოლოდ უზრუნველყოფს ემისიის შემცირებას, მისი შედეგი ასევე იქნება ოჯახებისთვის გათბობასთან დაკავშირებული ნაკლები დანახარჯები.
პროექტი კერძოდ დაეხმარა ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების 36 სოციალურად დაუცველ ოჯახს ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში (ენერგო ეფექტური ღუმელებისა და 1 სეზონისათვის საკმარისი ალტერნატიული საწვავის - თხილის ნაჭუჭის მიწოდებით, ასევე შენობების გაუმჯობესებული თბოიზოლაციის უზრუნველყოფით).
პროექტის შედეგები:
- ენერგო ეფექტური ტექნოლოგიების სარგებლობის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად სამივე მუნიციპალიტეტში (ქედა, ხულო, შუახევი) ჩატარდა 30 -მდე საინფორმაციო შეხვედრა;
- ენერგო ეფექტური ღუმელების წარმოების მიზნით პროექტის ფარგლებში მოხდა ორი სახელოსნოს აღჭურვა და ხელოსნების მომზადება;
- ქედის, ხულოს და შუახევის მუნიციპალიტეტების 18 სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცა ენერგო ეფექტური ღუმელები, რომლებიც დამზადებული იქნა ამავე პროექტით დატრენინგებული ოსტატების მიერ;
- ქედის, ხულოს და შუახევის მუნიციპალიტეტების 18 სოციალურად დაუცველ ოჯახს მიეწოდა 1 სეზონისათვის საკმარისი ალტერნატიული საწვავი - თხილის ნაჭუჭი. ამ ოჯახებს დაურიგდათ სპეციალური თხილის ნაჭუჭის ჩასაყრელი მოწყობილობა - რომელიც სტანდარტულ ღუმელზე მაგრდება;
- მოხდა ქედის, ხულოს და შუახევის მუნიციპალიტეტების 18 სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი სახლების ნაწილობრივი დათბუნება.