ქედას გაცვლითი ვიზიტით სომხური დელეგაცია სტუმრობდა
საერთაშორისო ორგანიზაცია ,,ოქსფამის" რეგიონული პროგრამის ,,თემების მდგრადობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში" ფარგლებში, დღეს ქედას გაცვლითი ვიზიტით სომხური დელეგაცია სტუმრობდა.
არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით განხორციელებულ არაერთ მნიშვნელოვან პროექტსა და გამოცდილებაზე სტუმრებს გამგებლის პირველი მოადგილე გურამ ბერიძე და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ჯემალ ტაკიძე ესაუბრნენ.