რისკის შესამცირებლად

,,ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება თანამონაწილეობითი მეთოდიკის გამოყენებით აჭარაში” – ეს პროექტი ევროკომისიისა და ,,ოქსფამ-დიდი ბრიტანეთის” დონორობით, ასოციაცია ,,შავი ზღვის ეკოაკადემიის” პარტნიორობით ხორციელდება.

პროექტის არეალი აჭარის მთიანეთის 31 სოფელს მოიცავს, აქედან ქედაში – 14-ს, შუახევში – 7-ს და ხულოში – 10-ს.

ბუნებრივი კატასტროფების რისკის შესამცირებლად

ავტორი:ოთარ ცინარიძე

ბუნებაში ადამიანის ზედმეტმა ჩარევამ სტიქიური პროცესები ყველგან გაააქტიურა. გამონაკლისი არც აჭარის მთიანეთია. შავშეთის, მესხეთის ქედების კალთებზე შეფენილი მაღალმთიანეთი დეპრესიული ხდება.წლებია მეწყერი საცხოვრისს უშლის თხილვანის,ჯალაბაშვილების, ღორჯომის, დანისპარაულის,წაბლანის, ჯაბნიძეების, ცინარეთის, ახოს, ვაშლოვანის, რაქვთის, ფუშრუკაულის მკვიდრთ

საგრანტო კონკურსი

ასოციაცია „შავი ზღვის ეკო აკადემია“, ეკო-კორიდორების პროგრამის ფარგლებში, აცხადებს რიგით საგრანტო კონკურსს სოფლებს შორის თემაზე - “ველური ბუნების დაცვა და შენარჩუნება.”
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ხულოს მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: მეკეიძეები, მეხალაშვილები, ვაშაყმაძეები, ვანაძეები, საციხური, აგარა, ნამონასტრევი, გელაური, ძირკვაძეები, ოქრუაშვილები, უჩხო, კურცხალი, დიაკონიძეები, გუდასახო, დეკანაშვილები.

განაცხადის ფორმა (გვ.1)
განაცხადის ფორმა (გვ.2)
განაცხადის ფორმა (გვ.3)

DIPECHO IV გახსნის ღონისძიება

2016 წლის 23 ივნისს ბათუმში, სატუმრო Divan Suites Batumi-ში, პროგრამის - ‘’კატასტროფების რისკის შემცირების მხარდაჭერა ინსტიტუციებისა და მოწყვლადი თემების გასაძლიერებლად სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, ჩატარდა DIPECHO IV გახსნის ღონისძიება, რომელიც დაფინანსებულია ევროკომისიის ჰუმანიტარული დახმარების და სამოქალაქო დაცვის გენერალური დირექტორატის (ECHO) მიერ.

ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების მსოფლიო დღე

ხულოში, "ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების" მსოფლიო დღე "შავი ზღვის ეკოაკადემიამ" აღნიშნა. ღონისძიებაში ხულოს სახელოვნებო სკოლა და სახელმწიფო პროფესიული თეატრიც ჩაერთო. გარდა ამისა, სხვადასხვა სოფლების საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემთხვევები ნახატების სახით გადმოსცეს.

გვერდები