კონკურსი
დღეს ხულოს მუნიციპალიტეტში, ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობაში WWF-ის პროექტ „ეკორეგიონული კორიდორების პროგრამა კავკასიაში“ ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტის ეკო კორიდორის მონიშნული ზონის მიმდებარე სოფლებისთვის: მეკეიძეები, მეხალაშვილები, ვაშაყმაძეები, ვანაძეები, საციხური, აგარა, ნამონასტრევი, გელაური, ძირკვაძეები, ოქრუაშვილები, უჩხო, კურცხალი, დიაკონიძეები, გუდასახოს და დეკანაშვილებისთვის ჩატარდა სოფლებს შორის III საგრანტო კონკურსი თემაზე “ველური ბუნების დაცვა და შენარჩუნება.”კონკურსისთვის შერჩეული ჟიურის წევრების მიერ მოხდა საკონკურსო წინადადებების შეფასება, შერჩევა და დაჯილდოება საჯაროდ, კონკურსის დღეს.