ქედას გაცვლითი ვიზიტით სომხური დელეგაცია სტუმრობდა
საერთაშორისო ორგანიზაცია ,,ოქსფამის" რეგიონული პროგრამის ,,თემების მდგრადობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში" ფარგლებში, დღეს ქედას გაცვლითი ვიზიტით სომხური დელეგაცია სტუმრობდა.
არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით განხორციელებულ არაერთ მნიშვნელოვან პროექტსა და გამოცდილებაზე სტუმრებს გამგებლის პირველი მოადგილე გურამ ბერიძე და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ჯემალ ტაკიძე ესაუბრნენ.
მიღების შემდეგ სოფელ ვაიოში ,,მწვანე ოთახი" (სათბური) დაათვალიერეს, რომელიც სომხური მოდელის გაზიარებით ოქსფამმა ვაიოს საჯარო სკოლას გადასცა. მოსწავლეებს საშუალება ექნებათ საჩითლე მცირე მეურნეობა გააშენონ.
ორივე მხარემ აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს პროექტის ხელმძღვანელს სომხეთსა და საქართველოში ანა პალონკას, ასევე ,,შავი ზღვის ეკო აკადემიისა" და ,,ბრიჯი, ინოვაცია და განვითარების" წარმომადგენლებს.