DIPECHO III_ის პროგრამის შედეგები (ქედა, სოფ. ხარაულა)

15 ოქტომბერს ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობას და სოფელ ხარაულას DIPECHO III_ის პროგრამის შედეგების გასაცნობად ეწვია ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიის და სამოქალაქო დაცვის გენერალური დირექტორატი ECHO კარლოს აფონსო,   ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიის და სამოქალაქო დაცვის გენერალური დირექტორატი ECHO ქეთევან ლომსაძე, OXFAM ჰუმანიტარული პროგრამის რეგიონალური კოორდინატორი ანა პალონკა.

თემების მდგრადობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში

2015 წლის 17 მაისს, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქედის მუნიციპალიტეტში ასოციაცია „შავი ზღვის ეკო აკადემია"-სა და საერთაშორისო ორგანიზაცია „ოქსფამთან“ პარტნიორობით, მოხალისე მაშველეთა ჯგუფების თეორიული და პრაქტიკული სწავლება განახორციელეს. აღნიშნული ღონისძიება პროექტის - „თემების მდგრადობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში დაიგეგმა და ევროკომისიის დაფინანსებით განხორციელდა.

კონკურსი

დღეს  ხულოს მუნიციპალიტეტში, ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობაში WWF-ის პროექტ „ეკორეგიონული  კორიდორების პროგრამა  კავკასიაში“ ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტის ეკო კორიდორის მონიშნული ზონის მიმდებარე სოფლებისთვის: მეკეიძეები, მეხალაშვილები, ვაშაყმაძეები, ვანაძეები, საციხური, აგარა, ნამონასტრევი, გელაური, ძირკვაძეები, ოქრუაშვილები, უჩხო, კურცხალი, დიაკონიძეები, გუდასახოს  და  დეკანაშვილებისთვის ჩატარდა სოფლებს შორის III საგრანტო კონკურსი თემაზე “ველური ბუნების დაცვა და შენარჩუნება.”კონკურსისთვის შერჩეული ჟიურის წევრების მიერ მოხდა საკონკურსო წინადადებების შეფასება, შერჩევა

გვერდები