DIPECHO IV გახსნის ღონისძიება
დღეს ბათუმში სატუმრო Divan Suites Batumi-ში, პროგრამის ‘’კატასტროფების რისკის შემცირების მხარდაჭერა ინსტიტუციებისა და მოწყვლადი თემების გასაძლიერებლად სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში ჩატარდა DIPECHO IV გახსნის ღონისძიება, რომელიც დაფინანსებულია ევროკომისიის ჰუმანიტარული დახმარების და სამოქალაქო დაცვის გენერალური დირექტორატის (ECHO) მიერ. შეხვედრას ესწრებოდა ECHO-ს და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების - დანიის წითელი ჯვარი (Danish Red Cross), ოქსფამი (Oxfam), გადავარჩინოთ ბავშვები (Save the Children), არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB) და ადგილობრივი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების „ბრიჯი-ინოვაცია და განვითარება“ (რიდგე-ჳნოვატიონ ანდ ეველოპმენტ), „შავი ზღვის ეკოაკადემია“ (BSEA), DRR ცენტრის წარმომადგენლები. აგრეთვე სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს „სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო“; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის