ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების მსოფლიო დღე
„ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების მსოფლიო დღესთან“ დაკაშირებით ოქსფამის პროგრამის ,,თემების მდგრადობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში" ფარგლებში ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში გაიმართა ღონისძიება სკოლის მოსწავლეებისთვის. ღონისძიებაში მონაწილე 9- დან 14 წლამდე ასაკის მოსწავლეებმა მოამზადეს ნახატები რისკების შემცირების თემატიკის მიხედვით: -
- რას გავაკეთებ მე ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების მიზნით?
- რას გააკეთებს თემი ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების მიზნით?
- რა შეიძლება გაკეთდეს უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შესაქმნელად?
ასევე, რისკების (წყალდიდობა,ზვავი, მიწისძვრა,) დროს ქცევის წესების შესახებ მოსწავლეების ცნობიერების ამაღლების მიზნით გაიმართა ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები"-ს მიერ. მომზადებული კლიპების ჩვენება. ღონისძიებაში მონაწილე ბავშვებს გადაეცათ საჩუქრები.