თემების მდგრადობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში
24-25 მაისს გაიმართა რეგიონული პროექტის "თემების მდგრადობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში", რომელიც ხორციელდება ევროკომისიის (DIPECHO) და ოქსფამის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოსა და სომხეთში, მე-4 ფაზის დაწყების სამუშაო შეხვედრა. შეხვედრაში მონაწილეობდა ორივე ქვეყნის პროექტში ჩართული ორგანიზაციები - ოქსფამი, "ბრიჯი-ინოვაცია და განვითარება", "ოქსიჯენი", "შავი ზღვის ეკო აკადემია", "იმედის ხიდი" და "ლორე". განხილული იყო პროექტის სხვადასხვა საკითხი.