2024 წლის 11 -18 სექტემბერს პროექტის ფარგლებში პოლონეთიდან ვიზიტით იმყოფებოდნენ “მგრადი განვითარების ფონდ”-ის წარმომადგენლები

ა(ა)იპ „შავი ზღვის ეკო-აკადემია“ პოლონელ პარტნიორ  -“მგრადი განვითარების ფონდ”-თან ერთად ახორციელებს პროექტს - ,,დაცული ტერიტორიები - შესაძლებლობა მეწარმეობისთვის. ადგილობრივი მეწარმეებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნა აჭარის ა.რ. ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვაში თემების ჩართულობის მხარდაჭერით”. პროექტი ხორციელდება პოლონეთის მთავრობის (Polish Aid) ფინანსური მხარდაჭერით.

2024 წლის 11 -18 სექტემბერს პროექტის ფარგლებში პოლონეთიდან ვიზიტით იმყოფებოდნენ “მგრადი განვითარების ფონდ”-ის წარმომადგენლები და მოწვეული ექსპერტები (დორიჩე ველის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი და დაცული ლანდშაფტის ხელმძღვანელი)

ვიზიტის ფარგლებში,  ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით ჩატარდა სამუშაო შეხვედრები მაჭახელას დაცული  ლანდშაფტის, მაჭახელას ეროვნული პარკის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლების, მოწვეული ექსპერტებისა და  ადგილობრივი მეწამეების მონაწილეობით. შეხვედრებს აგრეთვე  ესწრებოდნენ (ონლაინ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს,  საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებიც.

შეხვედრაზე  განხილული იქნა  - მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის მომზადების პროცესი (ახლა მიმდინარეობს მუშაობა გეგმის შედგენაზე); - გაიმართა საქართველოში არსებული ადგილობრივი პროდუქტის განვითარების ხელშემწყობი ინიციატივების შესახებ დისკუსია; - პოლონელი ექსპერტის მიერ წარმოდგენილი იყო ადგილობრივი პროდუქტის განვითარების ხელშემწყობი ბარიჩის ველის მოდელი.

პროექტის მიზანია საერთაშორისო  თანამშრომლობის გაძლიერება პოლონეთის და აჭარის რეგიონის დაცულ ტერიტორიებს შორის, მაჭახელას დაცული ლანდშაფტის სამმართველოს შესაძლებლობების გაძლიერება, ასევე, მაჭახელას ხეობის  განვითარების ხელშეწყობა, როგორც ეკო ტურიზმის, ასევე, ადგილობრივი პროდუქტების განვითარების მხრივაც.

 ვიზიტის ფარგლებში მოეწყო საველე გასვლები, რომლის დროსაც სტუმრები გაეცნენ ადგილობრივ მეწარმეებს.