სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, „პირუტყვის დაავადებების მონიტორინგისა და კატასტროფისრისკის შემცირების სამუშაო ჯგუფის“ შეხვედრა გაიმართა, შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსისა“ და „შავი ზღვის ეკო-აკადემიის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე სოფლებში გარეული ცხოველების შემოსევით გამოწვეულ პრობლემებზე, მათთან ბრძოლის მეთოდებსა და ხერხებზე ისაუბრეს.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ ქედის მუნიციპალიტეტში მოხალისე-მაშველთა ჯგუფები მოამზადა

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქედის მუნიციპალიტეტში ასოციაცია შავი ზღვის ეკო აკადემიასა და საერთაშორისო ორგანიზაცია „ოქსფამთან“ პარტნიორობით, მოხალისე-მაშველეთა ჯგუფების თეორიული და პრაქტიკული სწავლება განახორციელეს. აღნიშნული ღონისძიება პროექტის - „თემების მდგრადობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში დაიგეგმა და ევროკომისიის დაფინანსებით განხორციელდა.

ერთობლივი პროგრამების სიკეთე

ავტორი:ცოტნე ცაბაძე

ბრიტანული კომპანია ,,ოქსფამი”, ,,ევროკომისიის ჰუმანიტარული დახმარებისა და სამოქალაქო დაცვის დირექტორატი”, ,,ECHO”, ,,შავი ზღვის ეკოაკადემია” მოქალაქეთა დაცვისა და ბუნებრივი კატასტროფების რისკების შესამცირებლად ერთობლივ პროექტს ახორციელებენ

ტყე და მისი რესურსი რომ შევინარჩუნოთ…

ბრიტანული კომპანიის ,,ოქსფანბრიტანეთის” დაფინანსებით და ,,შავი ზღვის ეკოაკადემიის” ერთობლივი პროგრამით, აჭარაში ბევრი რამ კეთდება ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებისა და ეკომდგრადი ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით ხულოს, შუახევის, ქედის მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეებთან, სტიქიურ მოვლენებსა და ეკოპრობლემებზე მომუშავე სპეციალისტებთან ,,შავი ზღვის ეკოაკადემიის” ინიციატივით სოფლის განვითარების სააგენტომ სემინარები გამართა.

პროექტი გრძელდება

ბრიტანული კომპანია ,,ოქსფამი” და პარტნიორი ორგანიზაცია ,,შავი ზღვის ეკოაკადემია” აგრძელებენ ერთობლივ პროექტს – ,,ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება თანამონაწილეობითი მეთოდიკის გამოყენებით”.

ქედის, შუახევის, ხულოს მუნიციპალიტეტებში გაიმართა ტრენინგი თემაზე ,,ბიომასის რესურსების გამოყენება სოფლად” ტრენერმა როსტომ გაბისონიამ პროექტში მონაწილე ფერმერებს ტექნიკური და ტექნოლოგიური სიახლეები გააცნო.

გვერდები